10 ოქტომბერი 2026,   00:02
ვრცლად
ჩანაწერი, სადაც ისმის როგორ სთავაზობს ნანა ყეინიშვილი "ბიტექსჩეინჯის" დირექტორს კონკრეტულ ლიცენზიებთან დაკავშირებით წილების გადანაწილების პირობებს - "კურიერის" ექსკლუზივი

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილისა და შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელის საუბარი.

აუდიო ჩანაწერში ისმის თუ როგორ სთავაზობდა ყეინიშვილი კონკრეტულ ლიცენზიებს კომპანიის დირექტორს.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. 

ჩანაწერის სანახავად იხილეთ ვიდეო

დღის ამბები