საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგების ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული რეიტინგები არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციების გამოძახილია.
"ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად, ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომელიც არის ევროპის მასშტაბით.
საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე - რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ეს რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი შესაბამისის საზოგადოებებისა და შესაბამისი ქვეყნების საქმეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.