08 სექტემბერი 2026,   11:49
ვრცლად
წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი 4 კუბური მეტრი წიწვოვანი საშეშე მერქანი აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი, ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მერქანი წალკის საქმიან ეზოში გადაიტანეს.

დღის ამბები