30 ივლისი 2026,   15:41
ვრცლად
სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მინისტრმა ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

შოტლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა წიქორაძემ (+ 115 კგ) ჩემპიონობა იზეიმა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე (- 115 კგ), +115 კგ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბადრი ხატისკაცმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ბერიძე (-77 კგ). ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა - ბადრი ხატისკაცის, საბა გამთენაძის, ზურა წიქორაძისა და დავით აქუბარდიას შემადგენლობით - ფინალი უკრაინასთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები