გონიოს ისტორიული ციხის კედლებში ახალი, მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი "გონიოს ჰანგები" გალაკონცერტით დაიწყო.
მასში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ანსამბლი ბათუმი და ცნობილი ქართველი ვარსკვლავები. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. გალაკონცერტს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.