საფრანგეთსა და ესპანეთში კვლავ კრიტიკული ვითარებაა. ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში სულ ევაკუირებულია 360 000-მდე ადამიანი.
სტიქიასთან საბრძოლველად, ამოქმედებულია ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი. ქვეყნებში მობილიზებულია საავიაციო და სახმელეთო რესურსები პორტუგალიიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან.
ესპანეთში, ცეცხლის კერების ლოკალიზებას მადრიდისა და ავილას რეგიონებში ცდილობენ, საფრანგეთში კი ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა ჟირონდისა და ლანდის რეგიონები მუშაობს.