ვაშინგტონში, საკათედრო ტაძარში, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კონგრესის წევრები, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრნენ.
თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაც. მოლაპარაკებები საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრა დადებითად შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემა იყო.