29 ივლისი 2026,   07:10
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, 29 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, გუდრუხი, წიფრანი, ხილიანა, ბზიკურთკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, დორეულები, სიონი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის ამბები