ვის ინტერესშია და რატომ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ახალი სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ - რატომ გახდა ორგანიზაცია, დამფუძნებელი და მისი ოჯახი აგრესიის და ბულინგის სამიზნე ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი აქტივისტების და მედიის მხრიდან?
"ნაციონალურ მოძრაობაში" ორგანიზაციის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სიძულვილის ენას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ბულინგის შემთხვევა არსად უნახავს.
"რა სჭირს ქართულ სიწმინდეებს დასაცავი? როდესაც საჯარო სივრცეში შემოდიხარ და როდესაც აკეთებ ისეთ განცხადებებს, როგორი განცხადებებიც გააკეთა ბატონმა ქართველიშვილმა, მაშინ ამასაც უნდა შეეჩვიოს. მე ბულინგი არსად არ მინახავს, მე ვნახე კონკრეტული კითხვები. ხუმრობა შესაძლებელია ყველაფერზე და ეს არის გამოხატვის თავისუფლება," - აცხადებს ანა წითლიძე.