24 ივლისი 2026,   14:27
ვრცლად
საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა "ბორჯომის თასი" ჩაატარეს

ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ "ბორჯომის თასი" ჩაატარა. შეჯიბრება პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში გაიმართა და მონაწილეობა 48 მოთამაშემ მიიღო.

ტურნირი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეები გამარჯვებისთვის დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრებში ასპარეზობდნენ. გამარჯვებული "ბორჯომის თასის" ჩემპიონი გახდა და სამახსოვრო თასთან ერთად ფულადი ჯილდოც მიიღო.

ტურნირის მიზანი საქართველოში კიბერსპორტის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები