მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სანაია დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ისეთი "რეჟიმია", რომ მისი მმართველობისას, ციხეში გაღიმებული შედიან და გათავისუფლების შემდეგ, მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ, მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, პატიმრები ციხეში სიცოცხლეს ტოვებდნენ.
"ქართული ოცნების” რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ჩუმად ვერ დარჩება - წერს სანაიას 14 დღით დაპატიმრებაზე ევრო(ს)პარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა.
შეურაცხმყოფელი პოსტის კი არა, ამის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით (6 000 ლარი) დააპატიმრეს სანაია.
ხოშტარიაც ამის გამო ზის. არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერის დაზიანების გამო.
მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი. გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ.
ნაცების დროს პატიმრები იქ სიცოცხლეს ტოვებდნენ.
ახლა თუ გაიგე, ბრეიზა, რეიზა…- წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.