21 ივლისი 2026,   17:25
ვრცლად
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თელავის რაინულ სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა.

ჭიღლაძე დარბაზიდანვე გათავისუფლდა. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები