21 ივლისი 2026,   07:02
ვრცლად
თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულს ბრალი 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება - პროკურატურა 

პროკურატურაში, "რუსთავი 2-ის" კითხვის პასუხად აცხადებენ, რომ თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულს ბრალი 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

"როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთი ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით", - აცხადებენ პროკურატურაში.

კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა

დღის ამბები