21 ივლისი 2026,   08:43
ვრცლად
სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადილზე გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.

სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

 

დღის ამბები