უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ტამბოვის ოლქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა, მოსკოვის ოლქზე შეტევისას კი 26 პირია დაშავებული. რუსული მედიის ცნობით, სამიზნე კომპანია "ვაილდბერისის" საწყობი გახდა. გუბერნატორის განცხადებით, საწყობის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ნოგინსკში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სამშობიარო სახლის ევაკუაცია განხორციელდა.