18 ივლისი 2026,   14:39
ვრცლად
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის

"შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში”.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დღეს ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ გლობალური ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ წამყვან ქვეყნებთან, გლობალურ კომპანიებთან, მოვიზიდოთ ცოდნა და რესურსი იმისათვის, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

დღის ამბები