ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით, reuters-ი წერს, რომ აშშ-ის გამანადგურებლებმა ირან-სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანშაჰრის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
ამასობაში, ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა განაცხადა, რომ ბანდარ-ხამირში მდებარე კაჰურესტანის ხიდი, რომელიც სამხრეთ ირანში მდებარე ბანდარ-აბასსა და ლარს საავტომობილო გზით აკავშირებს, ირანის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, აშშ-ის დარტყმის სამიზნე გახდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გზის ტექნიკური მომსახურების ჯგუფები ალტერნატიული მარშრუტის შექმნაზე მუშაობდნენ.