16 ივლისი 2026,   16:27
ვრცლად
პირდაპირ გადავიდნენ პროპაგანდაზე და მიაჩნიათ, რომ პატრონები ამ პროპაგანდის, ამ პოლიტიკური გეგმით და სტრატეგიით აარჩევენ მათ და ხელს შეუწყობენ, რომ რევოლუციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში - გია ვოლსკი გვარამიაზე

ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი. ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამიას ეს განცხადება პირდაპირ პროპაგანდას ემსახურება.

"რაც შეეხება ტრილიონებს, აქ არის თემა მოგონილი, შემოტანილი თემაა, რომ ოდესმე თუ დაიწყება პროექტები, განხორციელდება სესხები და კრედიტები უკრაინისათვის, საიდანაც საქართველო რატომღაც, რაღაცა ფორმით მიიღებს უშველებელ დივიდენდს - ეს თემა გათვლილია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ომი მხოლოდ ნგრევას მოიტანს. გვარამიას უნდა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ შეიძლება ნგრევა მოიტანოს, გავნადგურდეთ, მაგრამ ამბობს, რომ მსხვერპლს მოჰყვება დიდი შვება, ვინაიდან თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მიიღებენ უშველებელ დივიდენდებს. პირდაპირ გადავიდნენ უკვე პროპაგანდაზე და მიაჩნიათ, რომ პატრონები სწორედ ამ პროპაგანდით, ამ ფორმულით, ამ პოლიტიკური გეგმით და სტრატეგიით აარჩევენ მათ და ხელს შეუწყობენ, რომ რევოლუციის გზით მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები