14 ივლისი 2026,   19:46
ვრცლად
"ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული" - ირაკლი კობახიძე საბოტაჟის საქმეზე

დღეს საბოტაჟის საქმეზე მედიამ კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს მისი პოლიტიკური შეფასებაა, რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, საკითხს შესაბამის სამართლებრივ კვალიფიკაციას სასამართლო მისცემს და საზოგადოებამ მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

"პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. საბოტაჟი პოლიტიკური თვალსაზრისით არის სრულიად ცხადი.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ, შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები