14 ივლისი 2026,   15:11
ვრცლად
აშშ-ის ომის დეპარტამენტი საიდუმლო და სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

აშშ-ის ომის დეპარტამენტი საიდუმლო და სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. უწყების მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებლების გამოვლენა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაა.

როგორც ჰეგსეტი აღნიშნავს, სენსიტიური მონაცემების უნებართვო გავრცელება ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამხედროების სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის.

ახალი ბრძანების საფუძველზე, ომის დეპარტამენტის მთავარ იურიდიულ მრჩეველს მიენიჭა უფლებამოსილება, მედიაში ინფორმაციის გაჟონვის საქმეებზე უწყების ნებისმიერი დანაყოფისგან ჩანაწერები და ინფორმაცია გამოითხოვოს. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან, მოთხოვნას 48 საათის განმავლობაში უპასუხონ.

დღის ამბები