14 ივლისი 2026,   15:03
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია იწყება

სამცხე-ჯავახეთში 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია იწყება.

ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე "საქართველოს მელიორაციის" ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ფერმერებს დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

რეაბილიტაციის შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება. გარდა ამისა, წელსვე მომზადდება ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტიც, პარალელურად, რეგიონში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები