14 ივლისი 2026,   15:11
ვრცლად
ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის აღდგენილია, ბუნებრივი აირი დროებით მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

სტიქიის მესამე დღე თელავში - არის თუ არა მორიგი ღვარცოფის საშიშროება? გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, მუნიციპალიტეტში გეოლოგიური პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს და სპეციალისტები მდინარეების კალაპოტების მონიტორინგს განაგრძობენ.

სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს; სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ცოცხალი ძალაც. მათ შორის არიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერიების წარმომადგენლები. 

ამჟამად მდინარე თელავის ხევი უკვე კალაპოტშია, თუმცა ქალაქში დატბორილი რჩება ქუჩები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ კავკასიონის ქუჩას მიეწოდება

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის უკვე აღდგენილია, ხოლო ბუნებრივი აირი დროებით მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება. 

"ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მოსახლეობისთვის. კავკასიონის ქუჩაზე ელექტროენერგიის შეზღუდვა იწყება, როდესაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც შეეხება გაზმომარაგებას, მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, 5 აბონენტი აქედან არის მოსახლე და დღის განმავლობაში აღუდგება აირის მიწოდება, ხოლო დანარჩენი 5 - არის კომერციული ობიექტი და იმ კომერციულ ობიექტში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისედაც ეზღუდება მეპატრონეს წვდომა, აქედან გამომდინარე ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. წყალმომარაგების კუთხით აქტიურად მუშაობს კომპანია იმისთვის, რომ რამდენიმე გარკვეული დაზიანებული მონაკვეთი ეფექტურად აღადგინოს", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

დღის ამბები