მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" დასასრულს უახლოვდება, მაყურებელმა ორი დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილი.
პირველ შეხვედრაში, ბრიტანელებმა დამატებით დროში ნორვეგია ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 36-ე წუთზე შელდერუპმა მოულოდნელი, მაგრამ უზუსტესი და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა წონასწორობა აღადგინა და ინგლისი თამაშში დააბრუნა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრატაიმის მესამე წუთზე, ნორვეგიისთვის საბედისწეროდ, ბელინგემმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს მიუსწრო და ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა.
მეორე შეხვედრაში კი, არგენტინამ შვეიცარია 3:1 დაამარცხა. მეათე წუთზე, მესის კუთხურის შემდეგ მაკალისტერმა ბურთი თავით გადაგზავნა შვეიცარიის კარში, 67-ე წუთზე ნდოიემ ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში არგენტინამ ორი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირეს.
ამრიგად, პირველი ნახევარფინალური წყვილი საფრანგეთი - ესპანეთია ხოლო მეორე ინგლისი არგენტინა.