11 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
თბილისის მერიის მიერ დაავადებათა სკრინინგის პროგრამაში ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკის დამატების შემდეგ, ახალი პროგრამის ფარგლებში დაფინანსება უკვე 2800-მდე პირმა მიიღო

თბილისის კლინიკებში ფილტვის კიბოს სკრინინგზე მოთხოვნა გაიზარდა. მერიის ახალი პროგრამის ფარგლებში დაფინანსება უკვე 2800-მდე პირმა მიიღო. მათგან 41 პაციენტს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა.

პროგრამის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში, შეთავაზებით თითქმის თანაბარი რაოდენობით ისარგებლეს როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა. თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებთან ერთად პრიორიტეტულ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებაზე უარი თქვა. პროგრამის ფარგლებში 45-დან 75 წლის ასაკის პირებს დაბალდოზირებული კომპიუტერული ტოპოგრაფია 27 სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ. 

თბილის მერია "დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის ფარგლებში კიდევ 5 ქვეპროგრამას აფინანსებს. წელს ექვსივე კომპონენტით 27 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მათ შორის არის საშვილოსნოს ყელის, მკერდისა და პროსტატის კიბოს კვლევები. მიზანი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობაა.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამაზე თბილისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი იხარჯება. დედაქალაქის მერია მომავალში პროგრამების გაფართოებას გეგმავს. 

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები