11 ივლისი 2026,   20:10
ვრცლად
"გაუგებარია, რა რჯის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ან რა ძალა აიძულებს, რომ ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის გამართლებას ცდილობენ" - თორნიკე ფაღავა

"უბრალოდ, გაუგებარია, რა რჯის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ან რა ძალა აიძულებს მათ იმას, რომ ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის გამართლებას ცდილობენ", - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების და რიგი აქტორების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. 

თორნიკე ფაღავას თქმით, სასამართლოს შენობაში შევარდნა ბენზინით ხელში, ნამდვილად არის ტერორიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. 

"უბრალოდ, გაუგებარია, რა რჯის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ან რა ძალა აიძულებს მათ იმას, რომ ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის გამართლებას ცდილობენ. როგორც საზოგადოებამ ნათლად იხილა, სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილმა თვითონვე აღიარა, რომ ეს იყო მისი მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა. კი ბატონო, ეს შეიძლება იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა, მაგრამ პროტესტის გამოხატვა სასამართლოს შენობაში შევარდნა, ბენზინით ხელში, ნამდვილად არის ტერორიზმის ერთ-ერთი გამოხატულება და ფორმა," - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

 

 

 

დღის ამბები