11 ივლისი 2026,   20:39
ვრცლად
ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გაფრთხილება 13 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

დღის ამბები