ახალციხეში, მერიის ორგანიზებით, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 18 წელს ზემოთ ასაკის ადგილობრივმა მოყვარულებმა მიიღეს.
ტურნირის გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.