ფოთის უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაწყებულია როგორც მუნიციპალური შენობების, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები.
გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ფოთის მერი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.
"დავიწყეთ გამაგრების სამუშაოები, როგორც მუნიციპალური შენობების, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებში. ვაგრძელებთ აქტიურად ფასადების სამუშაოებს, შიდა ეზოების მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ახდენს გავლენას", - აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.