საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.
"მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.