08 ივლისი 2026,   13:14
ვრცლად
გრძელდება საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა, რომ ქვეყანა ჩაერთოს იმ ომში, რომელიც შედის გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში - ეკა სეფაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე

ეუთოს სხდომაზე დღეს ჰააგის დეკლარაციას მიიღებენ, რომელსაც ქართული დელეგაცია მხარს არ დაუჭერს.
მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო უილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში საქართველოს ომში ჩართვის რისკებზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ ყალბ აღქმებს, რომლებიც საქართველოს შესახებ ბოლო 4 წელიწადზე მეტია ვრცელდება.

ეს თავისთავად მოწმობს იმას, რომ კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება და ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაერთოს იმ ომში, რომელიც შედის გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები