08 ივლისი 2026,   23:54
ვრცლად
საქართველოს ხსენება ხდება იმ კონტექსტში, რომელიც არ ასახავს რეალობას და ფაქტებს - ნიკოლოზ სამხარაძე ჰააგის დეკლარაციაზე

ეუთოს სხდომაზე დღეს ჰააგის დეკლარაციას მიიღებენ, რომელსაც ქართული დელეგაცია მხარს არ დაუჭერს. მმართველი გუნდის წევრები დოკუმენტში არსებულ უსამართლო ჩანაწერებსა და შერჩევით მიდგომებზე საუბრობენ.

საქართველოს შესახებ არარეალური ფაქტების გავრცელებასა და მოსკოვის მექანიზმის ჩანაწერების მანიპულაციურად გამოყენებაზე განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

"გვქონდა საუბარი შერჩევით მიდგომაზე საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ხსენება ხდება იმ კონტექსტში, რომელიც არ ასახავს რეალობას და ფაქტებს. მოსკოვის მექანიზმის ჩანაწერები იყო ბრმად გადმოწერილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ - ამის შესახებ საკმაოდ ღიად, მოურიდებლად ვისაუბრეთ, რომ ეს არის პირდაპირ მანიპულაციები," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები