08 ივლისი 2026,   03:38
ვრცლად
გიორგი ჯინჭარაძე: ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ, ჯანდაცვის სფერო ზოგადად, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია და ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს.

„დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას. მომართვიანობა გაზრდილია და შეადგენს 12 ათას ბენეფიციარს. 12 ათასი ბენეფიციარიდან 500 იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა, სადაც ჩვენი ჩართულობით 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს ერთი წლის შედეგია და შემდეგი წლები ჯანდაცვის მიმართულებას მეტ შესაძლებლობას მისცემს.

მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. სიახლეა ის, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ გვექნება ახალი პოლიკლინიკა წყნეთში და სამომავლოდ, ფოთში ვგეგმავთ ახალი პოლიკლინიკის აშენებას.

ჯანდაცვის სფერო ზოგადად, უმნიშვნელოვანესია და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის. ამ ფორმატში ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, ჩამოვთვალოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ეს სამინისტრო ახორციელებს, თუმცა ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ნამდვილად უპრეცედენტოა და შთამბეჭდავია ის ციფრები, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

დღის ამბები