მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკში იმყოფება.
შიო მესამე საზეიმო წირვას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღავლენს.
წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ეს პირველი წირვაა, რომელსაც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო პატრიარქის რანგში სენაკში აღავლენს.