სენეგალში, ორ ოპოზიციონერ დეპუტატს - მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს - ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო, 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამასთან, მოსამართლემ მათ დაზარალებული ემი ნდიაიესთვის 5 მილიონი CFA ფრანკის ($8 100) გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, ქალმა ოპოზიციონერი რელიგიური მოღვაწე გააკრიტიკა, რის შემდეგაც მასთან სამბი მივიდა და სახეში დაარტყა. მას ნდიაიემ მასსკამის სროლით უპასუხა. ამავდროულად, ქალს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა კაცმა მუცელში ფეხი დაარტყა.
ნდიაიემ გონება ადგილზევე დაკარგა. მედიის ცნობით, არსებობდა ბავშვის დაკარგვის რისკი.
"მიუხედავად იმისა, რომ მან საავადმყოფო დატოვა, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია", - აცხადებს ქალის ადვოკატი.
ოპოზიციონერი კაცები ბრალს არ აღიარებენ.