06 ივლისი 2026,   13:56
ვრცლად
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპული 6 ადამიანიდან 5 ბავშვია

ინდოეთში, მუმბაის აღმოსავლეთ გარეუბანში, შენობების ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი დაიღუპა. როგორც Reuters-ი წერს, ნგრევა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, რის შედეგადაც შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, სკოლები კი დაიხურა.

მედიის ცნობით, მუმბაის გარეუბანში 2-მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი და 1 ქალი დაიღუპა.

წვიმებმა გამოიწვია მეწყერი ავტომაგისტრალზე, რომელიც მუმბაის პუნესთან აკავშირებს. შედეგად, მაგისტრალი დაიხურა და ორ ქალაქს შორის მიმოსვლა შეზღუდულია.

საავტომობილო ტრანსპორტის გარდა, შეფერხდა ფრენები და შორ მანძილზე მატარებლების მოძრაობა გაუქმდა, მათ შორის, მუმბაისა და პუნეს შორის მოძრავი მატარებლების.

დღის ამბები