05 ივლისი 2026,   20:41
ვრცლად
"დოკუმენტში თავმოყრილია მთელი ის აბსურდული ბრალდებები, რაც გვესმოდა ამ ადამიანის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით" - ლევან მახაშვილი ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლების პარალელურად, ქართული დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. მთავარი თემა ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.

აქცენტი კეთდება ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასა და ჯო უილსონის ინიციირებულ ცვლილებებზეც, რომლებიც ქართული მხარის შეფასებით, დეზინფორმაციაზეა აგებული. ამ საკითხებზე ქართველმა დეპუტატებმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრეს.

"ჩემი გამოსვლა ეხებოდა მესამე კომიტეტის ანგარიშს. კონკრეტულად, საქართველოს შესახებ ჩანაწერებს, სადაც არის მცდარი ინფორმაცია. "მოსკოვის მექანიზმი" საზოგადოებამ კარგად იცის, რა დოკუმენტია, მაგრამ ამის კიდევ დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაციით გადმოტანა რეზოლუციაშია, რა თქმა უნდა, მიუღებელია და მთლიანად ამ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციასაც აზიანებს. ამიტომ, ჩემს გამოსვლაში სწორედ ამას გავუსვი ხაზი, რომ აუცილებელია იყოს სწორი ფორმულირებები, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერები არ იყოს აცდენილი რეალურ ფაქტებს.

ამის ზემოდან ჯო უილსონმა კონკრეტულად მისი ავტორობით დააინიციირა მთლიანად რეზოლუცია. ცალკე, ახალი რეზოლუცია არის დაინიციირებული, კონკრეტულად ჯო უილსონის ავტორობით. ამ დოკუმენტში არის თავმოყრილი მთელი ის აბსურდული ბრალდებები, რაც გვესმოდა ხოლმე ამ ადამიანის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის, ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საინტერესო, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ტექსტებია," - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა

დღის ამბები