საქსტატის წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8% იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერომ, დამამუშავებელმა მრეწველობამ და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს.
"2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, ხოლო 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.8%.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, უპირველეს ყოვლისა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორმა, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ.
2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 15.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 5.1%-ით. ქვეყანაში მაისში 6500-მდე ახალია საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.