25 ივნისი 2026,   17:53
ვრცლად
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები წარუდგინა.

ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე და სასტუმრო/სარესტორნო მიმართულებით კადრების მოძიებისა და გადამზადების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.

"რეგიონულ დონეზე სააგენტოს ცნობადობის გაზრდისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები რეგულარულად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრების მიზანია სააგენტომ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ და გააძლიეროს კომუნიკაცია ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები