ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს.
სამუშაოები დაწყებულია 3 საცხოვრებელ კორპუსში.
პროექტი, ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული, 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.