17 ივნისი 2026,   01:54
ვრცლად
"მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია" - რომის პაპმა აშშ-ირანს შორის მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა

რომის პაპმა, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად, დადებითად შეაფასა

ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 

მისი თქმით, მთავარი მიზანი ომის საბოლოო დასრულება უნდა იყოს:

"მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით.

იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა," -  აღნიშნა რომის პაპმა.

დღის ამბები