16 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, დღეს ზელენსკის შეხვდება და რუსეთ სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მოუწოდა რუსეთს, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც ომს დაასრულებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთმა უამრავი ადამიანი დაკარგა, ისევე, როგორც უკრაინამ“, - განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ტრამპის ირანზე ფოკუსირებამ, უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებს ჩამოაშორა. თუმცა, ახლა, როდესაც თეირანთან შეთანხმება მიღწეულია, ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად.

დღის ამბები