16 ივნისი 2026,   15:18
ვრცლად
სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღე თბილისში - ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება

სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღე თბილისში - ალექსანდარ ვუჩიჩი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ირაკლი კობახიძესთან პირისპირ საუბრის შემდეგ, მხარეები მუშაობას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ - განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს.

მანამდე კი, გუშინ, დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დღის ამბები