15 ივნისი 2026,   12:10
ვრცლად
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის
მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი
დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს
დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები