15 ივნისი 2026,   11:25
ვრცლად
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს და პოლიტიკური ალიანს "სომხეთის" ლიდერს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს და პოლიტიკური ალიანს "სომხეთის" ლიდერს, რობერტ ქოჩარიანს, ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავმა უწყებებმა ექსპრეზიდენტი საერთაშორისო აეროპორტიდან გააბრუნეს.

მომხდარს "ხელისუფლების მორიგი უკანონო ქმედება" უწოდა პოლიტიკოსის ვაჟმა, ლევონ ქოჩარიანმა. მანამდე ექსპრეზიდენტის ოფისი ავრცელებდა ინფორმაციას ქოჩარიანის გეგმების შესახებ, რომელიც სამდღიან კერძო ვიზიტს უკავშირდებოდა.

დღის ამბები