კახეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება წინანდალში გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე იყო მოწვეული.
ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. წარმატებულ მოზარდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.
ღონისძიებას უკვე 5-წლიანი ტრადიცია აქვს.