კვლავ დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. დაჯგუფება "ჰეზბოლას" განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედროებსა და ტექნიკას დრონებით შეუტია.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში "ჰეზბოლას" 70-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.
პარალელურად, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის 20-ზე მეტი დასახლების მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, საომარ მოქმედებებს ლიბანში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.