12 ივნისი 2026,   17:30
ვრცლად
პრობლემაა, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ - ირაკლი ფავლენიშვილი გახარიას გუნდის ინიციატივაზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი გახარიას პარტიის მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას გამოეხმაურა.

ფავლენიშვილის თქმით, პრობლემა არა გარკვეულ საკითხებზე ადეკვატური პოზიციის დაფიქსირებაა, არამედ წარსულში ჩადენილი შეცდომების არაღიარება.

"პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება შეუძლია ყველას. რას ვფიქრობ მე გახარიაზე და 20 ივნისზე, არამხოლოდ მე, არამედ ჩვენი პარტიის სხვა წევრები, ყველასთვის ცნობილი გახლავთ. თუმცა, დღეს რომ შეიძლება ადეკვატური პოზიცია გამოთქვას ზოგიერთმა, ეს არაა პრობლემა; პრობლემა არის უფრო ის, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები