12 ივნისი 2026,   16:37
ვრცლად
ირანი ამტკიცებს, რომ აშშ-სთან მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - BBC

ირანი ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რაც ეწინააღმდეგება ტრამპის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს კვლავ „ძალიან ძლიერად“ დაარტყამდა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ გადაწყვეტილება შეაჩერა, რადგან მომლაპარაკებლებმა ირანთან "შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწიეს".

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს და ხელმოწერის ცერემონია, სავარაუდოდ ევროპაში გაიმართება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ კი განაცხადა, რომ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია "სპეკულაციური ხასიათის არის და ჯერ, საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილა".

 

დღის ამბები