12 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა - დოკუმენტი, "მოლაპარაკების ბერკეტის" სახით, რუსეთისთვის სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას გულისხმობს

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც "მოლაპარაკების ბერკეტის" სახით, რუსეთისთვის სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა განხორციელდეს.

დოკუმენტი მმართველი უმრავლესობის პარტიების მიერ იყო წარდგენილი, და კენჭი მას შემდეგ უყარეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 18-19 ივნისს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 170-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 138, ხოლო სამმა წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან.

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა რეზოლუცია უარყოფილ იქნა.

თავის გამოსვლაში მელონიმ მხარი დაუჭირა მოსკოვთან დიალოგის მნიშვნელობას.

დღის ამბები