საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
პირველი ივლისიდან ფრენებს რუმინული ავიაკომპანია "დენ ეარი" კვირაში ორჯერ შეასრულებს.
სულ საქართველოსა და ევროპას შორის სამგზავრო ფრენებს 17-ი ავიაკომპანია 41 საჰაერო ხაზზე ასრულებს.